ამერიკის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა,ნენსი პელოსიმ ABC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალზე აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია დონალდ ტრამპის გულგრილობა NEW YORK TIMES-ის მიერ მოპოვებული გამოძიების შედეგების მიმართ, რომლითაც ირკვევა, რომ რუსული დაზვერვის ოფიცრები თალიბანთან ასოცირებულ მეცბრძოლებს უხდიდნენ ფულს ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის.
„მე არ ვიცი პოლიტიკურად თუ პერსონალურად რუსებს ზეწოლის რა ბერკეტი და კომპრომატი გააჩნიათ პრეზიდენტზე, მაგრამ მას სურს, რუსეთის დანაშაული დააიგნოროს. იგი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა, რატომ იტყოდა იგი ამას?“
„იგი ნამდვილი საჩუქარია რუსეთისთვის, რომელსაც ჩვენი ლიდერის ფუნქციის შესუსტება სურს ნატოში, ჩვენი არმიის შემცირება გერმანიაში, ეს ყველაფერი კი პუტინისთვის საჩუქარია. რაღაც ძალზე ცუდადადაა აქ, მაგრამ ამას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს“ - ნათქვამია ნენსი პელოსის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ NEW-YORK TIMES-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლითაც ირკვევა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა უხდიდა თალიბანელ მებრძოლეს გარკვეული რაოდენობის თანხას ამერიკელი და კოალიციის ძალების სამხედროთა მოკვლისთვის. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და FAKE NEWS-სთან გვაქვს საქმე.
მასალის გამოყენების პირობები






