რუსული, უკრაინული და ებრაული წყაროებისგან ვრცელდება ინფორმაცია სირიაში რუსული ტანკების აფეთქების შესახებ- საუბარია მთავარ საბრძოლო ტანკ T-90-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი გამოწვეულია ებრაული ავიაციის მოქმედებით-საჰაერო დაბომბვის შედეგად სირიის სამხედრო ძალების შეიარაღებაში მყოფი რუსული წარმოების ტანკები განადგურდა. რუსული „წყაროები“ აცხადებენ, რომ უცნობი თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ზუსტი ავიადარტყმით ანგარში მყოფი ტ-72 და ტ-90-ები- ხუთიდან რვა ერთეულამდე იქნა განადგურებული.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ორ ობიექტზე, რომლებიც მდებარეობენ ჰომსის პროვინციაში. ერთ-ერთი ობიექტი ადრე გამოიყენებოდა ბაშარ ალ-ასადის ძალების მიერ როგორც ბენზინგასამართ სადგურად, ახლა კი ის დაკავებული აქვთ ირანის რევოლუციის გუშაგტა კორპუსის მებრძოლებს. მეორე ობიექტიც „ჰომეინის რევოლუციის დამცველებს“ აქვთ კონტროლქვეშ მოქცეული. დაბომბვის დროს ზემოხსენებულ ობიექტებზე 40 სამხედრო და მძიმე ტექნიკა იმყოფებოდა, რომლის დროსაც 10 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ებრაულმა ავიაციამ დამიზნებითი დარტყმა სამიზნეზე სირიის არმიის სახმელეთო ობიექტებზე მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრციდან, სირიის საზღვრის გადაკვეთის გარეშე განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები






