ყოველ 24 საათში 4700 ადამიანი იღუპება- კორონავირუსმა უკვე 500 000-ზე მეტი პაციენტი იმსხვერპლა
მსოფლიო - 11:20, 29 Jun, 2020     872

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული მასალების თანახმად დგინდება, რომ მსოფლიო საზოგადოებაში კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ კიდევ ერთი საზარელი სტატისტიკა დაფიქსირდა- დაღუპულთა რაოდენობა უკვე 500 000-ს გასცდა.


დაავადების გავრცელება მიუხედავად ზაფხულისა და ვირუსთან ბრძოლის კონკრეტული გეგმების შემუშავებისა, მაინც ძალზე მასშტაბურად მიმდინარეობს- აშშ-ში ამ დრომდე რჩება ზემოხსენებული ინფექციით 1, 415 000 დაავადებული პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე თითქმის 130 000-ია.

უკანასკნელი „ვიქენდის“ განმავლობაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში უკვე 10 მილიონს გასცდა.

მხოლოდ 1-იდან 27 ივნისამდე არსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ ყოველ 24 საათში კოვიდ 19-ისგან 4700-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, დღეს კი რიცხვი ოდნავ გაზრდილია. უკანასკნელ 5 თვეში კოვიდ-19ით გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა იმ პაციენტთა რიცხვს, რომლებიც მალარიით კვდებიან ყოველ წლიურად. საშუალოდ კორონავირუსი უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, კლავს 78 000 ადამიანს თვეში, აივ ინფექციისგან კი იღუპება 64 000-მდე პაციენტი, ხოლო 36 000 კი მალარისგან ასრულებს სიცოცხლეს ფატალურად.

კორონავირუსის გავრცელებამ უკანასკნელ პერიოდში ძალზე მასშტაბური სახე მიიღო აგრეთვე ბრაზილიში, სადაც 1,345 000 ადამიანი დაავადდა ინფექციით, ხოლო 58 000-მდე მათგანი კი გარდაიცვალა აღნიშული ვირუსით.

მძიმეა ევროპაშიც მდგომარეობა, სადაც რუსეთმა ვირუსის გავრცელების მხრივ კონტინენტის ყველა „ქვეყანა ჩამოიტოვა“ . ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ინფორმაციით, ხელისუფლება მალავს რეალურ მონაცემებს და გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია ოფიციალურ რიცხვებზე. რუსეთში სულ 634 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან 226 277 ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42