მალტა უცხო ქვეყნების მოსახლეობას ევროკავშირის მოქალაქეობის ყიდვას 650 ათას ევროდ თავაზობს. მალტის პარლამენტმა მიიღო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მიყიდონ მდიდრებს კუნძულ-სახელმწიფოს პასპორტები.
პირველ წელს, ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყნის მოქალაქეობას 45 ადამიანი შეიძენს, რაც მალტის ხაზინას დაახლოებით 30 მილიონ ევროს მოუტანს, - ვარაუდობს პრემიერ-მინისტრი იოზეფ მუსკატი. ქვეყნის ხელისუფლება წელიწადში 200-დან 300-მდე განაცხადს ელის, აღნიშნავს სააგენტო Reuters.
მალტის ოპოზიციამ ხელისუფლების ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა. „ეს დემოკრატიისთვის „შავი დღეა“, - განაცხადა ოპოზიციონერმა სიმონ ბუზუტილმა, - მოქალაქეობა შეუფასებელია, მაგრამ გააჩნია განსაკუთრებული ღირებულება. მოქალაქეობაზე ფასის დადებით, ხელისუფლებამ ეს ღირებულება გაანადგურა“.
მსგავსი შეთავაზება, ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც გააჩნიათ. მაგალითად, საბერძნეთი გასცემს ევროკავშირში ცხოვრების უფლებას მათზე, ვინც ქვეყანაში 250 ათასი ევროს ღირებულების უძრავ ქონება შეიძენს. ასეთი შენაძენი ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას ხუთი წლით არამარტო მყიდველს, არამედ მის ოჯახსაც აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები






