გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, 6 ევროპულ მედიაგამოცემასთან საუბრისას, რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს დესტაბილიზაციის მეთოდების გამოყენებით დასავლეთზე შეტევის განხორციელებას. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
"ბერლინის ტირგარტენის პარკში მომხდარი [ზელიმხან ხანგოშვილის] მკვლელობა ეს სერიოზული ინციდენტია რომელზე ბრალეულობის საკითხიც ამჟამად სასამართლოში განიხილება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჰიბრიდული ომი და დესტაბილიზაციის მეთოდები რუსეთის ქმედებების მოდელია," - განაცხადა მან.
ივნისის დასაწყისში მერკელმა და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰაიკო მასმა არ გამორიცხეს, რომ თუ ხანოშვილის მკვლობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი საბოლოოდ დადასტურდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩენი წარმოშობის საქარველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი (თორნკე ქავთარაშვილი) რუსეთში ტრორიზმის ბრალდებით ძებნილად იყო გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც მას 2015 წელს საქართველოში თავს დაესხნენ, იგი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. 2019 წლის 23 აგვისტოს ხანგოშვილი ბერლინის პარკში მოკლეს. გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოალაქე ვადიმ სოკოლოვი (ნამდვილი ვარი კრასიკოვი) დააკავეს, რომელსაც რუსეულ სპეცსამსახურებთან კავშირი უდასტურდება.მასალის გამოყენების პირობები






