25 ივნისს რუსეთში დაიწყო რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც მოსახლეობამ უნდა გამოხატოს ნება, ეთანხმება თუ არა იგი 14 მარტს, დუმის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. რეფერენდუმი 22 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო იგი 1 ივლისისთვის გადაიდო, თანაც საარჩევნო უბნებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, ამომრჩეველს ხმის მიცემა 25 ივნისიდან 1 ივლისამდე შეეძლება. ამავე მიზნით, გარდა სტაციონარული საარჩევნო უბნებისა, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემითა და ე.წ. საველე/მობილურ საარჩევნო უბნებზე შეუძლია.
ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დააფიქსირეს ელექტრონული ხმი მიცემის სისტემის ხარვეზი - ნავალნის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა შესძლო, რომ ხმა ჯერ საარჩევნო უბანზე მიეცა, ხოლო შემდეგ ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
რაც შეეხება ე.წ. საველე ანუ მობილურ საარჩევნო უბნებს, ისინი ისეთ ადგილებშია განთავსებული, რომ რუსი სოცქსელის მომხმარებლისა და ოპოზიციის ქილიკის საგნად იქცა. მართლაც, უბნები მოთავსებულია სკვერებში, ბავშვთა სათამაშო მოედნებზე, კარვებში, სადარბაზოებთან, ავტობუსებში და... ავტომანქანის საბრაგულშიც კი.
რუსეთის ცესკოს თავმჯდომარეს ელა პანფილოვას განმარტებით, იგი ასეთ ადგილებში საარჩევნო უბნების მოწყობის პრობლემას ვერ ხედავს: "მთავარია ადგილზე დამკვირვებლები იმყოფებიან," - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებებით, პუტინის საპრეზიდენტო ვადების ანულირება ხდება და შესაბამისად, მას პრეზიდენტად არჩევა 2024 და 2030 წლებშც შეეძლება. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად რუსეთის კანონმდებლობა პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი და სხვ.










მასალის გამოყენების პირობები






