მედიაკოალიცია: შემაშფოთებელია, სუს-ის მიერ მთავარ არხზე გასული სიუჟეტის "საბოტაჟად" შეფასება
საზოგადოება - 17:41, 26 Jun, 2020     836

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მთავარი არხის სიუჟეტზე საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუს-ის მიერ მთავარ არხზე გასული სიუჟეტის "საბოტაჟად" შეფასება შემაშფოთებელია.


კოალიცია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ სიუჟეტით გაშუქებული ფაქტები ნამდვილად წარმოადგენს სიცრუეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ხელისუფლებას მიეცემა გავრცელებული ინფორმაციის სუბიექტური შეფასების საფუძველზე თავისუფალი მედიის კონტროლის მექანიზმი.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევისგან დაცულია ნებისმიერი მედია, მიუხედავად იმისა, მიიჩნევა თუ არა ის ინფორმაციის ობიექტურ გამავრცელებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, დღეს, ინტერნეტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადია დეზინფორმაციის წინაშე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, შესაბამისი საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება, საზოგადოებაში დეზინფორმაციის ამოცნობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია ჟურნალისტთა შიდა რეგულირების მექანიზმების, მაგალითად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფექტური ფუნქციონირება, დეზინფორმაციის ყველა შესაძლო ფაქტის გარემოებების დეტალური შესწავლა და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება შიდა რეგულირების ფარგლებში.

ამავე დროს მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ სიუჟეტით გაშუქებული ფაქტები ნამდვილად სიცრუეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ხელისუფლებას მიეცემა გავრცელებული ინფორმაციის სუბიექტური შეფასების საფუძველზე თავისუფალი მედიის კონტროლის მექანიზმი. ხელისუფლებას, ბუნებრივია, გააჩნია საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გავრცელების უფრო დიდი რესურსი და მეტი პლატფორმა. შესაბამისად, ხელისუფლების რეაგირება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, თუნდაც ის იყოს უსაფუძვლო, უნდა მოექცეს ზემოთაღნიშნული ზომების ფარგლებში.

იმ პირობებში, როდესაც აშკარაა კონკრეტულად ტელეკომპანია მთავარის მიმართ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა (მაგალითად, სახელმწიფო თანამდებობის პირები საჯაროდ უცხადებდნენ ბოიკოტს არხს) და როდესაც საქართველო არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დეზინფორმაციისა და ყალბი ანგარიშებით ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, სუს-ის მიერ მთავარ არხზე გასული სიუჟეტის საბოტაჟად შეფასება. ეს ქმედება რეპრესიული მექანიზმის შერჩევითად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.

ვფიქრობთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა", - აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42