წარსულში პოლიციელების მხრიდან რასიზმის მხვერპლმა შავკანიანმა მამაკაცმა ოფიცერი სიკვდილს გადაარჩინა (ემოციური ფოტო)
მსოფლიო - 17:27, 25 Jun, 2020     1209

აშშ-ში შავკანიანმა მამაკაცმა, რომელსაც წარსულის გამოცდილების გამო ძალზე ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციასთან ურთიერთობაში, თავისი შეხედულებები „გვერდზე გადადო“ და ავარიაში მოყოლილი პოლიციის ოფიცერი ალმოდებული მანქანიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანა.

31 წლის დეილან მაკლი, 2016 წელს უსამართლოდ დააკავეს, როდესაც იგი დის დასახმარებლად ღამის ბარ "დენბარში" ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა პენსილვანიაში. მაკლიმ მოახერხა მამაკაცის განიარაღება, რომელიც ბარის მანქანების პარკინგზე იმყოფებოდა და მოქალაქეებს სროლით ემუქრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი მოქალაქისთვის წართმეული იარაღი მან გადააგდო, ადგილზე მოსულმა პოლიციამ სროლა დაიწყო მაკლის მიმართულებით, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. ფერადკანიანმა ამერიკელმა 1 წელი გაატარა ციხეში სრულიად უსამართლოდ, რომლის შემდეგაც სასამართლომ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების შესწავლის ფონზე გაამართლა და გაათავისუფლეს საპყრობილიდან. ერთ-ერთი ვერსიით პოლიციელების მიერ მის მიმართ ზემოხსენებული ამორალური დამოკიდებულების მიზეზი სწორედ კანის ფერი და რასისტული დამოკიდებულება გახდა- ოფიცრებმა ჩათვალეს, რომ შავკანიანი ადამიანი იყო დამნაშავე მომხდარ ინციდენტში.

მიუხედავად ნეგატიური გამოცდილებისა, მაკლის არ უყოყმანია პოლიციელის გადარჩენაზე როდესაც იგი ავტოავარიას შეესწრო. მას შემდეგ რაც მან შეამჩნია, რომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა შეანგრია ავტომობილის კარები და ოფიცერი სიკვდილს გადაარჩინა. მაკლის თქმით, მისი გადაწყვეტილება რთული არ იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს მას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42