ჰააგაში მოქმედმა სპეციალურმა პროკურორმა კოსოვოს მოქმედ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩისა და სხვა 9 ადამიანს კოსოვოს დამოუკიდებლობისათვის ომის განმავლობაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო ბრალი წაუყენა.
„სპეციალურმა პროკურატურის“ უწყებამ განაცხადა, რომ ეჭვიმტანილებს კრიმინალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ 100 მოკლული ადამიანის გამო, რომელთა შორისაა აგრეთვე ძალის გამოყენებით სერბი და ალბანელი მოქალაქეების გაუჩინარება, წამება და დევნა.
ჰააგის პროკურატურის ოფისმა განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა შედეგია დიდხნიანი გამოძიებისა. რომელმაც დაადასტურა ყველა ბრალდება გონივრული ეჭვის მიღმა. სპეციალური მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს ზემოხსენებულ ბრალდებას და გადაწყვეტს დაადასტუროს თუ არა ბრალდება.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის წარმომადგენლის განცხადებით, „საბრალდებო დასკვნა 20 წლიანი გამოძიების, სამართლიანობისა და უთანხმოების დალაგების, შერიგების პროცესში წინ გადადმული ნაბიჯია დასავლეთ ბალკანეთში. აუცილებელია კოსოვოში დაზარალებულთა კანონის უზენაესობისა და სამართილიანობა აღდგეს“- ნათქვამია თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჰააგაში კოსოვოს საქმეზე სპეციალური სასამართო პალატა და პროკურატურის ე.წ ოფიცი ჯერ კიდევ 2016 წელს დაარსდა. უწყებები ოპერირებენ კოსოვოს სამართლის ფარგლებში, თუმცა ფინანსდებიან ევროკავშირისა და საერთაშორისო მოსამართლე/პროკურორებისგან.
მას შემდეგ რაც საბრალდებო დასკვნა გამოქვეყნდა, ტაჩიმ ვაშინგტონში დაგემილი სამიტი, სადაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან იყო დაგეგმილი შეხვედრა, გააუქმა.ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის მიზანს დიპლომატიური ჩიხი წარმოადგენს, რომელიც 2008 წელ კოსოვოს დამოუკიდებლობს აღიარების შემდეგ გამწვავდა. ტაჩიმ პრეზიდენტის პოსტი კოსოვოში 2016 წელს დაიკავა, ხოლო 2008-2014 წლებში იგი ამავე ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






