ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ოჯახური ძალადობის მამხილებელ მოკლული გოგოს დედას რამზად კადიროვის წინაშე ბოდიში მოახდევინეს.
აღნიშნული ფაქტი ეხება გუდერმესის დასალხებაში მწირეწლოვანი შვილის დედის, მადინა უმაევას მკვლელობისა და სხეულის ღამის საათებში დასაფლავებას. აღნიშული ფაქტის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, მადინა 12 ივნისს გარდაიცვალა-იმავე ღამეს სახლიდან , სადაც უმაევა მეუღლის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, თუმცა დედამთილმა გარშემომყოფებს განუცხადა, რომ ოჯახის საქმეში არ ჩარეულიყვნენ. სახლში მოსულმა მეზობლებმა კიბეებთან დაწოლილი მადინა უმაევა დააფიქსირეს. დედამთილის განცხადებით, რძალი თავს იკატუნებდა და თავს ცუდად სხვების დასანახად აჩვენებდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მადინასა და მეუღლის დედას შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა , რაც უმაევამ დედამთილს შესთავაზა, რომ სახელმწიფოდან გამოგზავნილი სოციალური დახმარებით ტელევიზორი და ბავშვებისთვის ტანსაცმელი ეყიდათ. ამ ფაქტმა გააღიზიანა დედამთილი და რძალზე იძალადა- ამ პროცესში მამამთილიც აქტიურად იყო ჩართული. შეშინებული რძალი სააბაზანოში ჩაიკეტა- დედამთილმა შვილს დაურეკა და მოუყვა მომხდარის შესახებ. ადგილობრივი მედიისა და მაცხოვრებელთა ინფორმაციით, ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
მადინა ღამით დაკრძალეს, თუმცა ეს ფაქტი სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რესპუბლიკაში- ხალხი ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან ითხოვდნენ მადინას მკვლელების სასტიკად დასჯას. გარდაცვლილის დედა ამბობდა აქტიურად, რომ მისი შვილი ქმრისა და მისი ოჯახის წევრებისგან პერმანენტულად ხდებოდა ფიზიკურ ძალადობის ფაქტები. შვილის ცხედართან დედა არ მიუშვეს და მხოლოდ მაშინ მისცეს მას გარდაცვლილის ნახვა, რაც მოკლული გოგონა უკვე გასუფთავებული და სუდარაში მოთავსებული იყო. მადინას დედის თქმით, შვილიშვილმა მას განუცხადა, რომ დედას „ბევრი სისხლი წამოუვიდა“.
უმაევას სიკვდილიდან 7 დღის შემდეგ, დედის მოთხოვნით, საგამოძიებო კომიტეტმა ცხედრის გაკვეთის უფლება მოიპოვა. აღნიშნული პროცედურის შედეგად დედამ აღმოაჩინა და მედიას განუცხადა, რომ მორგში ნანახ ცხედარს სახეზე ნაიარევები და მძიმე ჭრილობები, აგრეთვე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში ჩაერთო რამზან კადიროვიც, რომელთან შეხვედრის შემდეგ მადინა უმაევას დედამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მან ქალიშვილის სიკვდილის მიზეზად ქმრის ოჯახის მხრიდან ძალადობა დაასახელა. კადიროვმაც გაიმეორა მკვლელი ოჯახის ვერსია და აღნიშნა, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა მადინას სიკვდილის ბუნებრივი ფაქტორი.
მასალის გამოყენების პირობები






