„ძველი „თანამშრომლის“ იაფფასიანი ტრიუკები. პუტინი რუსებს თავისი უბადრუკობის ვერ შემჩნევაში შველის“
მსოფლიო - 20:08, 13 Nov, 2013     4165

გერმანულ გაზეთში  Die Welt , გამოქვეყნდა სტატია - „რატომ ირგებს პუტინი მაჩოს იმიჯს საკუთარი ხალხის წინაშე“. გთავაზობთ სტატიიდან ამონარიდებს:

„უბრალო რუსები ყოველთვის „პატარა“ ადამიანები იყვნენ. თუმცა, მმართველთა სიდიადე მათ ამ დანაკლისს უვსებდა. ვლადიმერ პუტინი ამითვე ამშვიდებს რუსებს. ბოლო პერანგამდე.

არაფერია იმაზე გამომაფხიზლებელი, ვიდრე რეალურ რუსეთში მოგზაურობა. მონოტონურობის ათასობით კილომეტრი. ათასობით კილომეტრი უადამიანო უდაბნოებისა, ხოლო იქ, სადაც ცხოვრობს ხალხი, საუკუნო გაუდაბურებაა.

მართალია რუსეთი დიდია, მაგარამ ამით ვერაფერს იღებს. გზები, არაფრიდან არაფერში მიმავალი, ზედმეტად გაუბადრუკებული, იმისათვის რომ მოუარო. მძღოლებს აქ მხოლოდ ისინი მიყავთ, ვინც მანქანის გაფუჭების შემთხვევაში, გარემონტებაში დაეხმარება. რუსეთი ვერ გაიზარდა თავისი ტერიტორიების მასის ზომამდე. ამისათვის ის მეტად უბადრუკია. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ასევე თვალში საცემია მისი მარგინალურობა.

ყველამ იცის ვლადიმერ პუტინი. მისი ღია ფერის თმა. მისი გაშიშვლებული ტორსი. მისი კუნთები. მწვანე თვალები. გამჭოლი მზერა. თავისი ასაკისთვის მშვენივრად გამოიყურება. მაგრამ ის ასევე გამოიყურება იმ ადამიანივით, რომელთან ერთადაც „ეფესბეს“ დაკითხვების კამერაში მარტო დარჩენა არ მოგინდება.

ცნობილები იყვნენ მისი მომხიბვლელი წინამორბედებიც: ელცინიდან, გორბაჩოვიდან, ხრუშჩოვიდან სტალინამდე და ლენინამდე. ასევე - მეფეები, დიქტატორები, ოლიგარქები. ყველა ეს ხელისუფალი მხოლოდ თავისი ქვეყნის ბედის გადაწყვეტას არ ცდილობდა. მათ სურდათ ემართათ მსოფლიო „დერჟავა“.

სასაცილოა, მაგრამ არამარტო რუსეთი, არამედ მთელი მსოფლიო იღებს სახეს, თითქოსდა რუსეთი მართლა „ზედერჟავაა“. მიუხედავად იმისა, რომ არავისთვისაა საიდუმლო რუსეთში არსებული რეალური სიტუაცია.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი კორუმპირებული, განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტია, მას ექცევიან როგორც გავლენიანი სახელმწიფოს მეთაურს. მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ არის. ის ჭკუიდან გადაჰყავს იმ ფაქტს,  რომ არ გამოსდის ისეთი ზომის სახელმწიფოს ფორმირება, როგორიც საბჭოეთის დროს იყო.

რუსებს უყვართ თავისი მჩაგვრელი. მათ უყვართ ძალაუფლებით აღვსილი ადამიანები. მსხვილმასშტაბიანი მორჩილება და მსახურება ჩანს რუსეთის კარზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველი წვრილი ბიუროკრატი სარკმლის იქით, ყოველი გამყიდველი და პოლიციელი, სამსახურში ყოფნისას, მკაცრი სახით  თავისი პატარა ძალაუფლების რელიზებას ახდენს.

და როდესაც 61 წლის პუტინი მკერდს იშიშვლებს, როდესაც დათვებზე და ვეფხვებზე ნადირობს, როდესაც  ოცკილოიან ქარიყლაპიას სისხლმდინარე პირში ჰკოცნის, ნახევრად შიშველი ცხენზე ჯირითობს, შავქამრიანი ფორმით სძლევს და ტატამზე აგდებს ახალგაზრდებს - მაშინ ის მსოფლიოს და სიმშვიდის მაძიებელ თანამემამულეებს აჩვენებს რაშია რუსეთის ჭეშმარიტი სიდიადე და რომ რუსეთი გამოირჩევა დანარჩენი სამყაროსგან.

ჩვენ ძლიერები, ნატურალურები  ვართ და ვერავინ მოგვიგებს. ჩვენ განვსხვავდებით თგვენგან,იმიტომ რომ გვინდა, რომ განსხვავებულები ვიყოთ. თვენ არ უნდა გაგვიგოთ ჩვენ. თქვენ უნდა ყურადღება მოგვაქციოთ და პატივი გვცეთ. და კიდევ, თქვენ უნდა ჩვენი გეშინოდეთ ცოტათი...“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42