დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სოფელ ყარაჯალას მკვიდრი 63 წლის ქალის ოჯახის სამი წევრის ნიმუშებზე ლუგარის ცენტრიდან ერთი პასუხი დადებითია.
მისი თქმით, კორონავირუსი ინფიცირებული ქალის სიძეს დაუდასტურდა და 45 წლამდე მამაკაცს საკარანტინო სივრციდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დრომდე უცნობია ქალის დაინფიცირების წყარო, თუმცა სპეციალისტებმა კონტაქტები უკვე გამოიკვლიეს, რომლის რიცხვი სამს არ აღემატება და მხოლოდ ოჯახის წევრებს მოიცავს.
„გამოვიკვლიეთ მედპერსონალიც, ვინც დაინფიცირებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიიღო, ისინი იყვნენ შესაბამისად აღჭურვილი, მედიპერსონალიდან შვიდმა პრევენციის მიზნით, საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს ხიზანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






