თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში საქართველოსში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია.
მისი თქმით, პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან. მისივე თქმით, მესამე პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 24 ინფიცირებული მკურნალობს. გუშინ კლინიკაში ერთი ახალი პაციანტი მიიღეს - ყარაჯალიდან გადმოყვანილი ქალი, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია. ეზუგბაიას თქმით, მისი კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს კვლევა ამ დრომდე გრძელდება.
"გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზურად ჯერჯერობით სერიოზულია - მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს შემოსვლიდან დღის განმავლობაში. არსებული კვლევებით, მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა", - ამბობს ეზუგბაია.
მასალის გამოყენების პირობები






