ქალი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, თბილისში, დიდუბის ბაზარში მუშაობდა
COVID-19 - 16:41, 23 Jun, 2020     883

ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებულ 63 წლის ქალს სოფელში ბევრი კონტაქტი არ ჰქონია და სამი პირი მოძიებულია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

როგორც ირკვევა ქალი რაიონში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩავიდა. მისივე ინფორმაციით, ქალი თბილისის მცხოვრებია და დიდუბის ბაზარში მუშაობდა.

„ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, იმავე საღამოს ქალმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ქალი თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და გადაყვანილი არიან საკარანტინო ზონაში. ქალი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება, ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ინფიცირებული ქალი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42