საერთაშორიო პოლიტიკის ცნობილმა ექსპერტმა და ამერიკის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა პოლიტპატიმარ გიორგი რურუასა და საქართველოში დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოშიც შეინიშნება ღრმა პოლარიაზია, როგორც ეს ევროპის არაერთ სახელმწიფოში ხდება. კარპენტენრმა განაცხადა, რომ პოლარიზაცია ხშირად დემოკრატიული სისტემისთვისაც კი საფრთხის შემცველია, რომელსაც მხარეები ღრმა დაპირისპირებისკენ მიჰყავს.
ამერიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს რეალური შესაძლებლობა გააჩნია არჩევნები მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს, რითაც წარმოაჩენს კიდევ ერთხელ, რომ რეგიონში დემოკრატიის ლიდერია. კარპენტერი აცხადებს, რომ მოთხოვნა მთავარი არხის დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართლიანი.
„ვხედავ დიალოგის გამართვისა და კომპრომისის მოძებნის სურვილს ორივე დაპირისპირებულ პოლიტიკურ ფლანგს შორის. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც ძალზე საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ეს მოხდება, იმედი მაქვს, რომ ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემდეგ ოქტომბრის არჩევნები მეტად კონკურენტულ გარემოში შედგება. მე ვნახე რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები და მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ იგი უნდა გაათავისუფლოს.
მასალის გამოყენების პირობები






