მას შემდეგ, რაც გერმანიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს თინეიჯერი, ქალაქი შტუტგარტი სრულმა ქაოსმა მოიცვა, რა დროსაც ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის. პოლიციელთა განცხადებით, 12 უცხო ეროვნების და 3 გერმანელი მოქალაქე დააკავეს.
გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, „ამბოხებული ადამიანების“ შეძახილები- „დიდება ალაჰს “, რა დროსაც ისინი აგრეთვე არბევდნენ და ძარცვავდნენ მაღაზიებს. ბოროტმოქმედები პოლიციის ოფიცრებს თავს დაესხნენ ქვებისა და ბოთლების საშუალებით . აღნიშნული ფაქტის შემდეგ ქალაქი სრულმა ქაოსმა მოიცვა და ასეულობით ადამიანი ჩაერთო ზემოხსენებულ ქაოტურ ქმედებებში.
ჰანს-იურგენ კირშტეინმა, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმ გერმანელ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე გერმანიის მოქალაქეები არიან, თითოეულ მათგანს წარსულში მიგრანტობის ისტორია აქვს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც ამორალური და საზიზღარი უწოდა ზემოხსენებულ არეულობას, რომლის დროსაც პოლიციელებთან ერთად აგრეთვე ბოთლებით თავს დაესხნენ მედიკოსებსაც, რომლებიც დაშავებული ადამიანების დახმარებას ცდილობდნენ.
შტუტგარტის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ტომას ბერგერმა განაცხადა, რომ მისი სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის 30 წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის სამოქალაქო ძალადობის ფაქტები შტუტგარტში არასოდეს უნახავს. მისი თქმით, 200-იდან 300 -მდე ახალგაზრდა თავს დაესხა პოლიციელებს მას შემდეგ, რაც ოფიცერმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოქალაქე დააკავა. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მეამბოხეთა რაოდენობა საბოლოოდ 500 ადამიანამდე გაიზარდა. გერმანულმა მედიამ ზემოხსენებულ ფაქტს „ბრძოლის ველი“ უწოდა. სამოქალაქო არეულობის გამოვლინების შედეგად მძიმედ დაზიანდა კერძო საკუთრების 40-მდე მაღაზია და აგრეთვე პოლიციელთა 12-მდე მანაქანა.








მასალის გამოყენების პირობები






