ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირას დააფიქსირა კორონავირუსით ინფიცირების აქამდე რეკორდულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ბოლო დღე-ღამის მანძილზე დაავადების 183 000 დაავადების შემთხვევა აღინიშნა.
გაეროს ჯანმრთელობის სააგენტოს განცხადებით, უკანასკნელ 24 საათში მხოლოდ ბრაზილიაში 54 771 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ისგან, აშშ-36 617, ხოლო ინდოეთში კი 15 400 ახალი კორონაინფიცირებული პაციენტი მოათავსეს საავადმყოფოებში.
ექსპერტების აზრით, შემთხვევათა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარეობს, მათ შორისაა დაავადებაზე ტესტირების მასშტაბების ზრდა. საერთო ჯამში , ჯანმრთელობის ჯანდაცვის ორგანიზაციაში სულ 8 708 008 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან სულ 470 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
ევროპაში განსაკუთრებით მასშტაბურია რუსეთში კოვიდ 19-ის გავრცელება, სადაც ინფიცირების რაოდენობა 600 000-მდე აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 8206-ია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება მალავას გარდაცვლილთა რაოდენობას- განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაზე მიანიშნებენ აღმოსავლეთ რუსეთში.
მასალის გამოყენების პირობები






