ვლადიმერ პუტინმა ტელეკანალ „Россия“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოხდა სამოკავშირეო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს.
„საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, გაერთიანებიდან გამოსვლის უფლება გათვალისწინებული იყო შეთანხმების თანახმად, თუმცა აღნიშნული პროცედურები არ იყო მითითებული, რაც წარმოშობს შეკითხვას- თუ რესპუბლიკა ხდებოდა საბჭოთა კავშირის წევრი და დიდი რაოდენობით რუსულ მიწას, ტრადიციულ ისტორიულ ტერიტორიებს იღებდა „ბაგაჟში“ , შემდეგ კი როდესაც გადაწყვეტდა ამ კავშირის დატოვებას, ისე არ უნდა გასულიყო როგორც მოვიდა?! მათ არ უნდა გაეყოლებინა თან რუსი ხალხის მიერ გადაცემული „საჩუქრები“.
ჟურნალისტების აზრით, აღნიშნული აქცენტებით ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა უკრაინასა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებზე, რომელთა ტერიტორიის ნახევარი ზემოხსენებული “საჩუქრებით“ შედგება.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო, აგრეთვე სამართლებრივი თვალსაზრისითაც. „უკრაინის პრეზიდენტი ადრე თუ გვიან კრემლში ჩამოვა, საკითხავია, მხოლოდ როდის, ჩვენ დაველოდებით“
მასალის გამოყენების პირობები






