22 ივნისის მიხეილ ცაგარელის პროგნოზს სააგენტო "ფორტუნა" ავრცელებს.
ასტროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მოერიდონ უარყოფითი ემოციების გამოვლენას და კონფლიქტებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა დაკონსერვებისათვის, მურაბის მოსახარშად, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მზრუნველობის გამოსავლენად, სულიერი ჩაღრმავებისთვის, განვლილი ცხოვრების გასაანალიზებლად, აღსარებისთვის და ზიარებისთვის. ნეგატიური დღეა სიყვარულისთვის და ქორწინებისთვის, სახლის რემონტის დასაწყებად, ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად, მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.
ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, იისფერი და თეთრი, მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, ამეთვისტო, აქატი, ოპალი, ყვითელი იასპი, ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, დაძაბულია დღე ტყუპებისა და ლომისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






