აშშ-ის მკვიდრმა აფროამერიკელმა მამაკაცმა და კიდევ ოთხმა პირმა American Airlines-ის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სარჩელის თანახმად, ელგინ ბენქსმა ბორტგამცილებელს ბილეთის გადაცვლა სთხოვა, ვინაიდან თვითმფრინავში ბევრი თავისუფალი ადგილი იყო. ბენსკსს ამის საშუალება არ მისცეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თეთრკანიანმა მგზავრებმა ადგილი შეცვალეს.
ბენქსმა ადგილის გადაცვლა კიდევ ერთხელ მოითხოვა, კომპანიის თანამშრომელმა უხეში, შეურაცხმყოფელი ტონით გასცა პასუხი. მოგვიანებით აფროამერიკელთან დაცვის თანამშრომელი მივიდა და ბორტის დატოვება მოსთხოვა.
კომპანიის განცხადებით, ბენკსმა პირველ კლასში გადაჯდომა მოითხოვა, ამასთან, ის ადგილი რომელსაც ის ითხოვდა დაკავებული იყო. American Airlines-ის წარმომადგენლების ცნობით, უარის მიუხედავად, იგი გამცილებლის მოთხოვნას არ დაემორჩილა.
მასალის გამოყენების პირობები






