ინდოეთში ალკოჰოლზე დამოკიდებულმა გამძვინვარებულმა მაიმუნმა მას შემდეგ რაც მისი ალკოჰოლური სასმელის მარაგი ამოიწურა ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო 250-ს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა.
აღნიშნული ქმედება ჩაიდინა მთვრალმა მაიმუნმა, სახელად კალუამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივ ოფთამოლოგ მამაკაცს შინაურ ცხოველად ჰყავდა სახლში და ასმევდა მაღალი გრადუსის ალკოჰოლურ ლიქიორს. მას შემდეგ, რაც მისი პატრონი გარდაიცვალა, ფსიქიკა შერყეულმა ცხოველმა, რომელიც უკვე ვეღარ იღებდა ალკოჰოლურ ნივთიერებებს დაიწყო ხეტიალი ქუჩებში , სადაც იგი გაბრაზებულად მოქმედებდა მოქალაქეების წინააღმდეგ.
მაიმუნმა მიზანში ამოიღო ქუჩაში მოსიარულე ადამიანები და თავს დაესხა ქალებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგოებსა და ბავშვებს, რომელთაც პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ სახეზე მას შემდეგ, რაც მან მსხვერპლებს თავისი ეშვებით მძიმე ჭრილობები მიაყენა. ცხოველის მსხვერპლი აღმოჩნდა 250 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საბოლოოდ, 6 წლის მაიმუნი, დაიჭირეს და გადაიყვანეს კანპურის ზოოპარკში, სადაც აღმოაჩინეს ზოოლოგისტებმა, რომ იგი არა მარტო ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, არამედ უარს აცხადებდა ბოსტნეულის ჭამაზე.
მეცნიერთა აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ იყო მაიმუნი ასეთი აგრესიული არის ის, რომ მისი პატრონი ცხოველს ხორცით კვებავდა. აგრეთვე აღინიშნა, რომ მაიმუნს გააჩნია მიდრეკილება თავს დაესხას ქალ ზოოპარკის თანამშრომლებს. იგი აგრეთვე აგრესიულია სხვა მაიმუნების მიმართ და ნეგატიურად აისახება მის განწყობაზე თუ საერთო გალიაში ათავსებენ ცხოველებთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები






