ამერიკული ჯანდაცვის ასოციაციის დაქვემდებარებაში მყოფმა სამედიცნო ჟურნალმა, „JAMA ONCOLOGY’’-მ გამოაქვეყნა მეცნიერების შემაშფოთებელი დასკნვა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადამეტებული ჯდომა ადამიანებში ზრდის სიმსივნიის რისკს.
„ეს გახლავთ პირველი კვლევა, რომელიც აშკარად ადასტურებს ურთიერთკავშირს უძრაობასა და კიბოთი გამოწვეულ სიკვდილს შორის“. - აღნიშნა ტეხასის უნივერსიტეტში ანდერსონის სახელობის სიმსივნის ცენტრის მედიცინის დოქტორმა სუსან გილქრისტმა. მეცნიერმა აღნიშნა, რომ ჯდომის ჩანაცვლება მინიმუმ მსუბუქი, ზომიერი ან ენერგიული 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობით ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს. „ჩვენი მიგნებები ცხადჰყოფს და აძლიერებს დასკვნას, რომ ჯდომაზე მეტად მოძრაბაა მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის“ - აცხადებს გილქრისტი.
კვლევაში მონაწილეობა 8000-მა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც სთხოვეს, რომ მონიტორინგის - სადამკვირვებლო მოწყობილობები ან უბრალოდ ამაჩქარებლები გამოეყენებინათ მათი გაღვიძების პირველივე საათებში 7 თანმიმდევრული დღის განმავლობაში 2009 წლიდან 2013-მდე. დადგინდა, რომ აღნიშნული ადამიანების ორგანიზმები უფრო აქტიური მოძრავი ცხოვრების ფონზე ჯანმრთელი აღმოჩნდა, რომელთაც არც ერთს არ აღმოაჩნდა სიმსივნური ნაწილაკები სხეულში.
მასალის გამოყენების პირობები






