"ასეთი­ უპასუხისმგებლო მოსაზრებებით საფრთხეს უქმნით ადამიანების სიცოცხლეს" - ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას მიმართავს
COVID-19 - 13:33, 19 Jun, 2020     891

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი ვისაც, ვირუსის არ სჯერა საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს.


"თუ ადამიანს აქვს რესპირატორული სიმპტომები, ახველებს და აცემინებს, შინ უნდა დარჩეს და თან მიმართოს ექიმს.

მათ მინდა მივმართო, ვისაც ვითომ არ სჯერა ვირუსის არსებობის - ასეთი­ უპასუხისმგებლო მოსაზრებებით საფრთხეს უქმნით ადამიანების სიცოცხლეს. ნუ ავრცელებთ მავნებლურ პოსტებსა და მოწოდებებს, პირბადეებში ნუ დაგვახრჩვეთო. ქალაქის ქუჩებში, დახურულ სივრცეებსა და სხვა ადგილებში დადიან თქვენი შვილები და ოჯახის წევრები, რომელთაც თქვენი ანტიპროპაგანდით საფრთხეს უქმნით. ყველანაირი რესურსის ლიმიტი არსებობს, მათ შორის ჩვენი ექიმების ადამიანური და ფიზიკური რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სომხეთს, ირანს ან რუსეთს, სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებს.

ნუ ვეთამაშებით ამ ვირუსს! თავდაჯერება - მორჩა, პიკი გადავლილია, ყველაფერი უკან მოვიტოვეთო, დიდი შეცდომაა, რომელიც შეიძლება იმაზე ძვირად დაგვიჯდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. როდესაც რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, შიდა გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალია. საგანგაშოა, რომ უკვე რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც გავრცელების პირველწყარო დაუდგენელია. მეტიც, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, ვირუსი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. ამ საფრთხის გადალახვა მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით შეიძლება", - განაცხადა ზახაშვილმა "კვირის პალიტრასთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42