კოლორადოს შტატის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. მშობლები ბავშვს წყლის სმას აიძულებდნენ, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
11 წლის ბიჭის მამა და დედინაცვალი ბავშვს დღეში 2 ლიტრი წყლის დალევას აიძულებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მას მემკვიდრეობითი უროლოგიური დაავადება აქვს. ასეთი "მკურნალობის" შედეგად ბიჭი გარდაიცვალა.
სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბავშვს 4 საათში დაახლოებით სამი ლიტრი წყლის დალევა აიძულეს. მას ღებინება დაეწყო. ბავშვში ფეხების ტკივილს უჩიოდა, შემდეგ კი მოითენთა. დილით მამამ მისი ცხედარი ლოგინში იპოვა.
გარდაცვალების მიზეზად ჰიპერჰიდრაცია დასახელდა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში წყლის ჭარბი რაოდენობა ფილტვებისა და ტვინის შეშუპებას იწვევს. ამასთან, ბავშვის შუბლზე და მარცხენა წარბზე სისხლის კვალი იყო, მთელი სხეული კი - დალურჯებული.
პოლიცია ვარაუდობს, რომ მშობლების სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი კიდევ სხვა 5 ბავშვი იყო, რომელიც რაიანის და ტარას ოჯახში იზრდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






