ლეგენდარული გიგანტური გალაპაგოსის კუ, რომლის სქესობრივმა ინსტიქტმა მისი სახეობა გადაშენებას გადაარჩინა, პენსიაზე გავიდა. დიეგო და სხვა 14 მამრი კუ, მშობლიურ „ესპანოლაში“, ეკვადორის გალაპაგოსის ერთ-ერთ კუნძულზე დაბრუნდა. კუები, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებოდნენ სანტა კრუზის კუნძულზე და ათწლეულების განმავლობაში გამრავლების პროცესით იყვნენ დაკავებულნი, ორშაბათს საძოვრებზე გაიყვანეს.
გამრავლების პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, რომლის შედეგად 1960-იანი წლებიდან დღემდე 2000 გიგანტური კუ დაიბადა.
მიჩნეულია, რომ გიგანტური კუ, სახელად დიეგო არის 2000 შთამომავალი კუს საერთო რაოდენობათა 40 %-ის ბიოლოგიური მამა. ეკვადორის გარემოს მინისტრის, პაულო პროანო ანდრადეს თქმით, გამრავლების პროგრამა უმნიშვნელოვანესი ნაწილია ისტორიაში. 50 წლის წინ სულ 2 მამრი და 12 მდედრი-ს სახეობა არსებობდა გიგანტურ კუებში. კუ 80 კილოგრამც იწონის, 90 სანტიმეტრის სიგრძის და მოცულობით სულ 1.5 მეტრია მისი გაბარიტები.


მასალის გამოყენების პირობები






