იაპონიაში აცხადებენ, რომ ქალაქ ოსაკაში უახლოეს დღეებში მოხალისეებზე კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის კლინიკურ გამოცდებს იწყებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის ექსპერიმენტში მონაწილეობას 15 მოხალისე მიიღებს, რომლებიც ოსაკას უნივერსიტეტის ექიმები არიან.
იმ შემთხვევაში თუ ცდებმა დადებითი შედეგი აჩვენეს, საექსპერიმენტო კვლევებში მონაწილეობას 1000 ადამიანი მიიღებს, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც დადასტურდა ვაქცინის ვარგისიანობა, 200 000 ადამიანს აცრიან აღნიშნული პრეპარატით.
შეგახსენებთ, რომ სინძო აბემ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის ვაქცინის შესაქმნელად 800 მილიონი დოლარის გამოყოფაზე ბიუჯეტიდან.
იაპონიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 17 628 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 931 ფატალური აღმოჩნა. საავადმყოფოში ჯერ კიდევ რჩება 847 პაციენტი, 15 859 კი უკვე განკურნეს დაავადებისგან.
მასალის გამოყენების პირობები






