ესტონეთის მთავრობამ წყალმომარაგების კომპანიას 1000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადასცა
COVID-19 - 11:07, 18 Jun, 2020     587

ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კაი კაარელსონმა, ესტონეთის მთავრობის სახელით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 1000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადასცა.

ესტონეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ ჩაიბარეს.

„მნიშვნელოვანი დახმარება მივიღეთ ესტონეთის საელჩოსგან. სადეზინფექციო ხსნარები სრულად გადაეცემა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. აღსანიშნავია, რომ ხსნარები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა კორონა ვირუსის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადეზინფექციო საშუალებები ცენტრალური ოფისის გარდა გაიგზავნება რეგიონებშიც.“ – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ მადლობა გადაუხადა ესტონეთის მთავრობას და მის წარმომადგენელს საქართველოში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ესტონეთის ეს საჩუქარი ძალიან მნიშნელოვანია იმისთვის, რომ კომპანიის თანამშრომლებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ მუშაობა.

აღნიშნული დახმარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა, რომელიც ახდენს კორონა ვირუსზე რეაგირებისთვის მობილიზებას, დონორი ორგანიზაციების და უცხო ქვეყნის მთავრობების დახმარებით.

„ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ეს სიმბოლური ჟესტია, თუმცა, ვიმედოვნებ, სადეზინფექციო საშუალებები დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. ძალიან კარგია, რომ არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის საბჭო, მათ ყველაზე კარგად იციან ვის სჭირდება დახმარება და საჭირობისამებრ მოხდება ხსნარების გაცემა.“ – აღნიშნა ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42