ტვიტერის სოციალურ ქსელში დონალდ ტუსკი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის საკითხს, სადაც იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიული ნორმები არჩევნების ჩატარების საკითხში- არ დაფიქსირდეს ამომრჩევლებზე მანიპულირების, ხმების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები.
„ევროპის სახალხო პარტია მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომლის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს დაძაბულობის შემცირება. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ გიორგი რურუა ჯერ კიდევ ციხეშია. მოვუწოდებთ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებასა და შეთანხმების პირობების დაცვას, რომლის მიხედვითაც გიორგი რურუა უნდა განთავისუფლდეს. ველოდებით, რომ საარჩევნო კამპანიაში არ იქნება ხმების მოსყიდვის შემთხვევები, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების, აგრეთვე ძალადობის ფაქტები- ისე როგორც ეს წინა არჩევნების დროს დააფიქსირეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა“- აღნიშნა ტუსკმა.
მასალის გამოყენების პირობები






