ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმეს გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და მოუწოდა ხელისუფლებას, 8 მარტის შეთანხმების პირობები დაიცვას.
„ევროპის სახალხო პარტია მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომლის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს დაძაბულობის შემცირება. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ გიორგი რურუა ჯერ კიდევ ციხეშია. მოვუწოდებთ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებასა და შეთანხმების პირობების დაცვას, რომლის მიხედვითაც გიორგი რურუა უნდა განთავისუფლდეს.
ჩვენ ველოდებით, რომ საარჩევნო კამპანიაში არ იქნება ხმების ყიდვის შემთხვევები, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების, აგრეთვე ძალადობის ფაქტები- ისე როგორც ეს წინა არჩევნების დროს დააფიქსირეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა“- აღნიშნა ტუსკმა.
მასალის გამოყენების პირობები






