ფლორიდელმა მამაკაცმა თავისი ძაღლის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ნიანგს შეებრძოლა. ტრენდ თვედელი აცხადებს, რომ იგი თავის ძაღლთან, ლოკთან ერთად გადაადგილდებოდა პასკოს ოლქში, სადაც მდინარე რამდენიმე დღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად საგრძნობლად იყო ადიდებული. მისი თქმით, 6 წლის ძაღლი მდინარის პირას მოძრაობდა, როდესაც თითქმის 4 მეტრის სიგრძის ალიგატორი თავს დაესხა შინაურ ცხოველს.
თვედელის თქმით, ალიგატორი ჭაობიდან მოულოდნელად ამოძვრა, ჩაავლო ძაღლს წინა ფეხებზე და წყალში ჩაათრია. 32 წლის თვედალე, რომელიც ამერიკის არმიის ყოფილი სერჟანტია გააკეთა ის, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი ძაღლის მოყვარული პატრონი: იგი წყალში გადახტა და მუშტები დაარტყა ალიგატორს.
„ვცადე ძაღლი საყელოთი გამომეთრია ნაპირზე, თუმცა ალიგატორი მიძალიანდებოდა და არ უშვებდა ცხოველს. საყელოდან ხელი ავიღე და ალიგატორს თავში იქამდე ვურტყი, სანამ საბოლოოდ არ ვაიძულე, რომ გაეშვა ძაღლი“.
ამ ამბის განმავლობაში თვედელმა თავის მეუღლეს , კრისტინა დიკს დაუძახა საშველად.
„არასოდეს დამავიწყდება მისი კივილი, როდესაც ლოკის დამტვრეული და დაჩეხილი ფეხიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა“ - განაცხადა თვიდლმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოვლენის მიუხედავად არმიის ყოფილ სამხედროს ნაკაწრიც კი არ დატყობია ალიგატორთან ბრძოლის შემდეგ,ხოლო ლოკის კი წინა თათი დაუზიანდა და იგი პატრონმა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა. ლოკის ფეხში მეტალის ფირფიტები და ხრახნები ჩაუსვეს.


მასალის გამოყენების პირობები






