ინდოეთის ქალაქ ჩენნაიში 80 წლის მამაკაცი, რომელიც წყლით სავსე ორმოდან თავისი კატების ამოყვანას ცდილობდა, კიბეებზე ფეხი აუსრიალდა და ჭაში ჩავარდა. გავრელებული ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცი ძაღლებმა გადაარჩინეს სიკვდილს.
ინდური ადგილობრივი მედიის თქმით, პენსიაზე გასული პროფესორი სახელად ტაირსი, თავის საცხოვრებელში კატებთან და ძაღლებთან ერთად ცხოვრობს. ოთხშაბათს მისი ერთ-ერთი კატა სახლთან ახლოს მდებარე ჭაში ჩავარდა, რომლის შემდეგაც სახლის პატრონს კნუტის კნავილის ხმა შემოესმა , რომლის გადასარჩენად კიბეს თოკი გამაობა და წყლით სავსე ორმოში ჩაეშვა. კატა დაემორჩილა პატრონის მითითებებს და იგი კიბის საშუალებით მიწის ზედაპირზე ამოძვრა, თუმცა მოულოდნელად ტაიერს ფეხი აუსრიალდა და წყალში ჩავარდა.
მაშინ როდესაც აღნიშნული ფაქტი სახლის პატრონის ძაღლებმა იხილეს, მათ ხმამაღლა და აქტიურად დაიწყეს ყეფა- ერთ-ერთმა მათგანმა ტაიერსის ვაჟის ოთახში აირბინა ზედა სართულზე და მისი ყურადღება მიიპყრო, რომელის შემდეგაც გაერკვა სიტუაციაში მას შემდეგ რაც ძაღლმა ჭასთან მიიყვანა. ბიჭმა სამაშველო სამსახურის წევრები და მედიკოსები გამოიძახა საშველად. მამაკაცის სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






