თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყში ქურთი სამხედროების პოზიციების სახმელეთო და საჰაერო დაბომბვა დაიწყო (ვიდეო)
მსოფლიო - 14:52, 17 Jun, 2020     1004

ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის არმიამ საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ქურთი სამხედროები წინააღმდეგ . აღნიშნულ სპეცოპერაციას უწოდებენ თავდაცვის აქტს, რომლითაც უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიიდან ტერორისტების განეიტრალება.

სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ვეფხვის კლანჭი“ ითვალისწინებს თურქი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიურ მოქმედებას საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ქურთების პოზიციები ჩრდილოეთ ერაყში, ჰაფთანინის რეგიონში, ხოლო ქვეითი ძალები ტექნიკასთან ერთად სახმელეთო ოპერაციაში უტევენ ქურთ ბოევიკებს.

საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე თურქულმა საარტილერიო დანადგარებმა მოწინააღმდეგის პოზიციებზე გამანადგურებელი იერიში მიიტანა. ოპერაციის მიზანი კი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გასამხედროებულ ფორმირებათა განადგურებაა.

თურქეთის არმიის ტვიტერის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აღწერს საკომანდო ცენტრში მიმდინარე მუშაობის პროცესს უშუალოდ სამხედრო ოპერაციის განმავლობაში. კადრებში ასახულია, თუ როგორ აკვირდებიან მართვის ცენტრიდან არმიის ხელმძღვანელები უპილოტო საფრენი აპარატების მიერ გასანადგურებელი სამიზნეების ზონებში მოქმედებას.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42