კრიზისი ნატოში- ამერიკას გერმანიიდან სამხედროები გაჰყავს
მსოფლიო - 12:35, 17 Jun, 2020     953

ოფიციალური ვაშინგტონი გეგმავს, საგრძნობლად შეამციროს ევროპაში ამერიკული არმიის წარმომადგენლობა.


საერთო ჯამში გერმანია უნდა დატოვოს 9400-მდე ამერიკელმა ჯარისკაცმა, ვაშინგტონში კი რესპუბლიკელთა და დემოკრატთა რიგებში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ალიანსის ერთიანობას დიდ საფრთხეს შეუქმნის საგარეო გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე.

ცივი ომის პერიოდში , განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აშშ ევროპის თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და მშვიდობის დამყარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ამერიკის კოლოსალური დანახარჯები კონტინენტის თავდაცვაზე, ხოლო ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მიერ გაწეული მინიმალური დანახარჯები ერთიანი შიდა პროდუქტიდან ევროპის თავდაცვისუნარიანებოაზე იყო დაპირისპირებისა და ურთიერთობის დაძაბვის კატალიზატორი ევროპასა და ამერიკას შორის.

დონალდ ტრამპი ითხოვდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოებისგან ერთიანი შიდა პროდუქტის 2 %-იანი მინიმუმი დაეკმაყოფილებინა ყველა ქვეყანას და გაეზარდა თავდაცვის უწყების დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს 80-იან წლებში ევროპაში 350 000 ჯარისკაცი ჰყავდათ განთავსებული, დღეს კი ეს რაოდენობა 34 000-მდეა შემცირებული.

დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებს გერმანიას იმის გამო, რომ ევროპის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა თავდაცვაზე არ ხარჯავს საჭირო რაოდენობის თანხებს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა აგრეთვე ბერლინის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის „ნორდ სტრიმ 2“-ში აქტიური მონაწილეობის გამო.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გერმანიიდან გაყვანილი ჯარების ნაწილს პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში გადაანაწილებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42