"სამეცნიერო გარღვევა"- ჯანმო კორონაინფიცირებულებში დექსამეტაზონის გამოყენებას "ბრწყინვალე ამბავს" უწოდებს
მსოფლიო - 11:28, 17 Jun, 2020     865

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბრიტანელი პროფესორების კვლევაზე, კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიგნება სამეცნიერო გარღვევას წარმოადგენს.

„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც კოვიდ 19-ით დაავადებულ იმ მძიმე პაციენტებზე, რომელთაც ჟანგბადის მიწოდება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროებათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა. ბრწყინვალე ამბავია და ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებს, ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომელთაც აღნიშნულ სამეცნიერო ექსპერიმენტით უდიდეს სამეცნიერო მიღწევაში თავიანი სერიოზული წვლილი შეიტანეს“ - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ BBC-მ გამოაქვეყნა უახლესი დასკვნის შედეგები, რომლითაც დადგინდა რომ ბრიტანელმა ექიმებმა მიაგნეს პრეპარატს, რომელიც რამდენჯერმე შეამცირებს კოვიდ ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების რისკს - გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წამლის გამოყენება სავენტილაციო აპარატზე მიერთებული პაციენტებისთვის გარდაცვალების რისკს სამჯერ ამცირებს, ხოლო ჟანგბადის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფთათვის - სიკვდილის რისკი ხუთჯერ იკლებს.

მკვლევართა შეფასებით, ბრიტანეთში პანდემიის დაწყების მომენტში ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო დექსამეტაზონი ფართო გამოყენებისთვის, სულ ცოტა 5000 პაციენტს იხსნიდნენ სიკვდილისგან. წამალი ძალზე დაბალი ფასის მქონეა, რომელსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ღარიბი ქვეყნებში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42