ესპანური La Vanguardia-ს ინფორმაციით, დიეტოლოგი ალეხანდრო კანოვასი და პულმენოლოგიისა და ტორაკალური ქირურგიის საზოგადოების ხელმძღვანელი ეუსები ჩინერი მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ.
პირველ რიგში, აცხადებენ ისინი, აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვამ ფიზიკური დატვირთვები და სწორი კვება.
კანოვასის თქმით, რამდენიმე პროდუქტი აუცილებელია, რომ ადამიანის კვების რაციონში იყოს. ერთერთი ასეთი პროდუქტია კვერცხი, რომელიც შეიცავს ცხიმის დამადნობელ ვიტამინებს, მაგალითად A ვიტამინს და მაღალხარისხიან ცილებს.გარდა ამისა, დიეტოლოგები გვირჩევენ მივირთვათ ბრინჯი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური სისტემის მიკროორგანიზმების სწორ ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ფილტვების მუშაობაზეც ახდენენ ზეგავლენას.
განსაკუთრებით სასარგებლოა თევზეული, რომელიც ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს შეიცავს. არ იქნება ურიგო, თუ მას კვირაში სამჯერ მივიღებთ. ომეგა-3, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, პირდაპირ ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე გავლენას.
ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმზე ზეითუნის ზეთი, ავოკადო ან ნიგოზი, რომლებიც ანტიოქსიდანტები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






