აშშ-ში, 100 წლის ცოლ-ქმარი, რომელთაც ქორწინებაში 76 წელი გაატარეს კორონავირუსისგან 2 კვირის ინტერვალით გარდაიცვალა.
2020 წლის თებერვალში, 72 წლის რონ კალდერონმა თავისი 100 წლის მშობლები ბილი და ჯილი მოხუცებულთა თავშესაფარში გადაიყვანა, რადგან მათი მოვლა თავად აღარ შეეძლო. რას წარმოიდგენდა რონი, რომ რამდენიმე კვირაში COVID-19-ი ამ თავშესაფარშიც იფეთქებდა და მისი მშობლები დაინფიცირდებოდნენ.
"როგორც კი მათი დიაგნოზის შესახებ შევიტყვე, ვიდეოკავშირის მეშვეობით დავუკავშირდი მათ. არასდროს მინახავს მამა ასე სუსტი, ძლივს მცემდა პასუხებს ჩემს კითხვებზე. დედას კი დიდი ხანია ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა", - იგონებს რონი.
მარტში შვილმა მშობლები რამდენჯერმე მოინახულა. ერთხელ მათ ის ნივთებიც მიუტანა, რაც ახალგზრდობას გაახსენებდათ.სამწუხაროდ, მოხუცები ვირუსს ვერ გაუმკლავდნენ და ორ თვეში, მაისში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან, ჯერ მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის მონაწილე ბილი გარდაიცვალა, ხოლო 2 კვირის შემდეგ - ჯილი.
"რთულია დაკარგო ხალხი, რომლებიც 72 წლის მანძილზე შენს ცხოვრებას წარმოადგენდნენ. მე არ ვადანაშაულებ მოხუცთა თავშესაფარს, პირიქით მადლობა მათ ჩემს მშობლებზე ზრუნვისთვის," - აცხადებს რონი.
მასალის გამოყენების პირობები






