მსოფლიოში წამყვანმა სამეცნიერო გამომცემლობამ Springer-მა 2020 წლის ივნის¬ში გამოსცა წიგნი „გარსების, ფირ¬ფი¬ტების და ღეროების ანალიზი“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, თსუ ზუსტი და საბუნებისმეტ¬ყვე¬ლო მეცნიე¬რე¬ბა¬თა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის მექანიკის კათედრის გამგის, პროფესორ გიორგი ჯაიანის 75 წლის იუბილეს მიუძღვნა. ამით გავლენიანმა გამოცემამ დააფასა და ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერის ღვაწლის მნიშვნელობას და მის ინდივიდუალურ მიდგომას გარსთა თეორიის მიმართულებით კვლევებისას.
მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრის გიორგი ჯაიანის კვლევები ძირითადად ეხება ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის განვითარებას. ასეთი ფირფიტები ხშირად გვხვდება პრაქტიკაში დაწყებული წყალქვეშა ნავების ფრთებით და კოსმონავტიკით დამთავრებული.
წიგნში შესულია 13 ქვეყნის (ავსტრია, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, იტალია, მექსიკა, პო¬ლო¬ნე¬თი, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სომხეთი, უკრაინა) სამეც¬ნიე¬რო ცენ¬ტრე¬ბის წარმომადგენლების 24 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოყვა¬ნი¬ლია გარსთა თეო¬რიის მიმართულებით მიღებული უახლესი შედეგები.
წიგნი „გარსების, ფირ¬ფი¬ტების და ღეროების ანალიზი“ (https://www.springer.com/gp/book/9783030474904) სერიით Advanced Structured Materials (https://www.springer.com /series/8611) გამომცემლობა Springer-მა ინჟინერიისა და მექანიკის მიმართულებით, გერმანელი მეც¬ნიე¬რე¬ბის ჰოლმ ალტენბახის (მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გამოყენებით მათე¬მა¬ტი¬კა¬სა და მექანიკაში) საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჟურნალის ZAMM Zeitschrift für Angewandte Mathematik und Mechanik მთავარი რედაქტორი), რაინჰოლდ კინცლერის (ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, Archive of Applied Mechanics-ის მთავარი რედაქ¬ტო¬რი), ვოლფგანგ მიულერის (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის კათედრის გამგე, პროფესორი), და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათე¬მატიკის ინსტი¬ტუ¬ტის თანამშრომლის ნატალია ჩინჩალაძის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტი¬ტუ¬ტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეც¬ნიე¬რე¬ბა¬თა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი) რედაქტორობით გამოსცა. აღნიშნული სერია მიმართულია მასალებისა და მათი სტრუქტურების ფუნდა¬მენ¬ტური ურთიერთობების შესწავლასა და მათ გამოყენებებზე. გამომცემლობა დაინტერესებულია საკუთარი გამოცე¬მე¬ბის მაღალი სამეცნიერო დონით და სამეცნიერო საზოგადოებას უზრუნველყოფს კარგად რედაქტირებული, კომპეტენტური სამეც¬ნიერო ინფორმაციით. სერია ინდექსი¬რე¬ბუ-ლია Scopus-ში.
მასალის გამოყენების პირობები






