"კორონავირუსის გავლენამ შესაძლოა წლის ბოლომდე 50 000-ზე მეტი ბავშვი მოკლას" - გაერო
მსოფლიო - 14:59, 16 Jun, 2020     1057

გაეროს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოები აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დამატებით 51 000 ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელზე ნაკლებია, კორონავირუსისა და პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ფონზე გარდაცვალების რისკ ჯგუფში იმყოფებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა სააგენტომ (UNICEF) ორშაბათს გამოაქვეყნეს გამაფრთხილებელი მოხსენება იორდანიის დედაქალაქში. დოკუმენტში მხარეებმა მოითხოვეს იმუნიზაციის აუცილებებლი კამპანიებისა და კვების სერვისების სრული და უსაფრთხო განახლების პროცედურების დაწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შორის კოვიდ-19-ის ბევრი შემთხვევა არ ფიქსირდება რეგიონში, აშკარაა, რომ პანდემია და მის მიერ გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ახდენს სერიოზულ გავლენას ბავშვების ჯანმრთელობაზე“ - ნათქვამია სააგენტოების ერთობლივ ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამჟამინდელი პანდემიური მდგომარეობა და აგრეთვე არასაკმარისი, არასათანადო კვება ბავშვებში ხელს უწყობს ნეგატიურ პროცესებს , რომლითაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მცირეწლოვნების სიცოცხლე შესაძლოა, ყველაზე მძიმე საფრთხის ქვეშ დადგეს.

იმ შემთხვევაში თუ პროგნოზი გამართლდება, გარდაცვლილთა ციფრები პრე-კორონავირუსულ პერიოდამდე არსებულ მონაცემებზე 40 %-ით მოიმატებს. UNICEF და WHO ითხოვენ გატარდეს გადაუდებელი ცვლილებები ჯანდაცვის სისტემის განვითარების კუთხით აღნიშნულ რეგიონში, რათა თავიდან იქნეს არიდებული მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42