ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, TENCENT-მა გამოაქვეყნა გეგმები და პროექტები, თუ როგორი უნდა იქნეს მანქანების მოძრაობისგან სრულიად თავისუფალი ქალაქის მომავალი. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული ქალაქი უნდა იქნეს მონაკოს ზომის, რომელიც შენზენის მეტროპოლიის ზონაში იქნება მოთავსებული.
დიზაინერებისა და არქიტექტორების თქმით, 2 მილიონი კვადრატული მეტრის მოცულობის ურბანული სისტემის მთავარი პრიორიტეტები იქნება მორგებული ფეხით მოსიარულეებზე, სადაც განაშენიანებული იქნება უდიდესი მასშტაბების მწვანე ზონები და იმოძრავებენ თვითმავალი ავტომობილები.
ამბიციური ქალაქის პროექტი, რომელიც მდინარე პერლის მიდამოებში უნდა გაშენდეს, დაახლოებით 80 000 მაცხოვრებელზე იქნება გათვლილი. გარდა იმისა, რომ აქ იქნება კომპანიის ოფისები და საცხოვრებელი სახლები, ასევე გააშენებენ დიდი რაოდენობით მაღაზიებს, სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივი კეთილმოწყობის სისტემურ კომპლექსებს, რომელთა შორისაა შენზენის ზონასთან სრული კავშირის დამყარება საგზაო ხიდებით, ბორანებითა და საზოგადოებრივი მეტროთი.




მასალის გამოყენების პირობები






