კომპანია TESLA-ში აცხადებენ, რომ უახლესი ავტომოდელი, S LONG RANGE PLUS-ი იქნება პირველი ელექტრომობილი, რომელიც ერთი დამუხტვის შემდეგ გაივლის 400 მილზე მეტს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ორშაბათს ავტომობილმა დატენვის შემდეგ დააფიქსირა 402 მილი გავლილი მანძილი, რომლითაც 2019 წლის იმავე მოდელზე 20 %-ით გაიზარდა ელემენტის რესურსი.
ელონ მასკის განცხადებით, ტესლას მანქანებში მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მანძილის გაუმჯობესება დამუხტვის შემდეგ. უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მანქანების დახვეწა მანევრირებისა და აჩქარების კუთხითაც.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ TESLA-ს ავტომობილების ბატარეის მიმწოდებლები ამბობდნენ, რომ შექმნეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის გამართულ ფუნქციონირებას 16 წლის განმავლობაში, რომლითაც მანქანა შეძლებს 1 მილიონი მილის გავლას.
მასალის გამოყენების პირობები






