უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგოამარეობის გართულების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული საინფორმაციოების მიერ გავრცელებული ცნობით, პირველ ლედის ორმხრივი პნეუმონია აღენიშნება.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, სადაც აღნიშნავენ, რომ ზელენსკის მეუღლის ჰოსპიტალიზება კიევის საავადმყოფოში მოხდა- „პირველ ლედის საშუალო სიმძიმის პნეუმონია აქვს“.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის შვილებს კოვიდ 19-ზე ტესტების შედეგებმა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კორონავირუსის 32 476 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან 912-ის სიცოცხლე ფატალურად დასრულდა. ამ დროისთვის 17 036 პაციენტი აქტიურ მკურნალობას გადის საავადმყოფოებში.
მასალის გამოყენების პირობები






