ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ი აქვეყნებს მოხსენებას, სადაც საუბარია რუსეთში მომუშავე მედპერსონალის მიმართ გამოხატულ ანგარისწორების ფაქტებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მუშაკების მიმართ ხშირია ძალადობის ფაქტები მათ მიერ სისტემური კრიზისის მხილების ფონზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთში ჯანდაცვის მუშაკების მიმართ ხშირად ხორციელდება მუქარები დამსაქმებლისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან მას შემდეგ, რაც ექიმები ღიად აფიქსირებენ თავიან წუხილს დაუცველ სამუშაო პირობებსა და უსაფრთხოების ზომებზე კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ. დაუცველ პირობებში ექიმები გულისხმობენ აუცილებელი დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მედიკოსთან უსაფრთხოებას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის განმავლობაში.
ქვეყანაში სამედიცინო მარაგების დეფიციტი ყველაზე მეტად აქტუალური აპრილის თვიდან გახდა, როდესაც კორონავირუსის გავრცელების დონემ უდიდეს მასშტაბებს მიაღწია ქვეყანაში.
„მედპერსონალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამხილოს საფრთხის შემცველი გარემოებები დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და აგრეთვე სასამართლო დევნის გარეშე“ - ნათქვამია HUMAN RIGHTS WATCH-ის განცხადებაში.
გასული თვეების განმავლობაში აგრეთვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მაღალი სართულიდან გადმოვარდნილა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი- აღნიშული ფაქტის მიზეზად კი მათ მიერ „შიდა ორგანიზაციის“ მხილებასა და რეალური მდგომარეობის საჯარაოდ აღწერას ასახელებენ, რომლის შემდეგაც რამდენიმე ექიმი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






