სამხრეთ კორეის მთავრობის მაღალჩინოსანთა თქმით, ჩრდილოეთ კორეამ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხრეთ კორეასთან არსებული საერთო კავშირის ოფისი ააფეთქა. აღნიშულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.
აფეთქება მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ჩრდილოეთი კორეა სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა სამხრეთს. დაძაბულობა ორ სახელმწიფოს შორის უკვე რამდენიმე კვირაა რაც უკიდურესაც იძაბება, რისი განმაპირობებელი და გამომწვევი გახდა „დამნაშავეთა ჯგუფები“ სამხრეთი კორეის ტერიტორიაზე, რომლებიც პროპაგანდის შემცველ მასალებს ავრცელებდნენ საზღვრისპირა რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა დაემუქრა სამხრეთს, რომ გააუქმებდა საერთო კავშირის ოფისს, რადგან სეულის მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა შეეჩერებინა უკონტროლო გავრცცელება საზღვრის პირას იმ „პროპაგანდისტული“ ბროშურებისა, რომელიც რიგდებოდა მომიჯნავე ტერიტორიებიდან.
მასალის გამოყენების პირობები






