მკვლევართა თქმით, გალაქტიკაში შესაძლოა 30-მდე უცხო პლანეტელთა ცივილიზაცია არსებობდეს. ამის შესახებ სტატიას INDEPENDENT-ი აქვეყნებს.
ახალ დოკუმენტიზირებულ მასალაში გაცხადებულია თუ რამდენი პლანეტა შეიძლება არსებობდეს ჩვენს „სამეზობლოებში“, რომელიც შესაძლოა უცხო პლანეტელები ბინადრობდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცხოვრება ვითარდება სხვა პლანეტებზეც დედამიწის მსგავსად- გალაქტიკაში არსებულ სხვა სივრცეში სწავლულთა თქმით, შესაძლოა განვითარება იმავე მეთოდებით ვითარდებოდეს, როგორც ადამიანთა პლანეტაზე.
„ჩვენს გალაქტიკაში უნდა არსებობდეს სულ მცირე რამდენიმე ათეული ცივილიზაცია, სადაც მინიმუმ 5 მილიარდი წელია საჭირო იმისათვის რათა იმგვარი „ჭკვიანი“ ცხოვრება ჩამოყალიბდეს სხვა პლანეტებზე, როგორც ეს დედამიწაზეა- განაცხადა კრისტოფერ კონსელისმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან.
მეცნიერები აცხადებენ, რომ გალაქტიკაში არსებული ცივილიზაციების შესახებ ინფორმაციების მოპოვება დამოკიდებულია იმაზე თუ რაოდენ კარგად შეძლებს კაცობრიობა კოსმოსში გაგზავნილი სიგნალების მოპოვებას, რომელთა შორისაა რადიო გადამცემები სატელიტებიდან და ტელევიზიებიდან. წინასწარი ინფორმაციით, საშუალო მანძილი ნებისმიერ სავარაუდო ცივილიზაციასთან უნდა იყო 17 000 სინათლის წელიწადზე მეტი, რომელიც კომუნიკაციას ძალზე ართულებს.
მასალის გამოყენების პირობები






