27 წლის რუმინელმა მამაკაცმა, რომელმაც 81 წლის ბრიტანელი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დიდი ოდენობით ქონება და ფინანსური სარგებელი მიიღო, მილიონერის ნათესავების ჩივილზე გამომძალველობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი არასოდეს ყოფილა ე.წ ოქროს მაძიებელი.
ფილიპ კლემენტსი, რომელიც ინგლისის ეკლესიის ქორეპისკოპოსის ყოფილი მოადგილე იყო, 31 მაისს გარდაიცვალა ბუქარესტის საავადმყოფოში. ქვრივი ფლორინ მარინი, რომელიც 54 წლით უმცროსი იყო გარდაცვლილ მეუღლეზე, მიიღებს 150 000 ფუნტ სტერლინგს ცხოვრების დაზღვევის პაკეტიდან, ხოლო 100 000 ფუნტის ღირებულების კლემენტის ყოფილი სახლი ამიერიდან მარინის მფლობელობაში გადადის.
ახალგაზრდა რუმინელი მამაკაცი აგრეთვე ყოველთვიურად პენსიის სახით 2000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს. მარინისთვის აღნიშნული ქონებისა და ფულადი დახმარების გადაცემის საკითხი ფილიპის მიერ დატოვებული ანდერძის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. ბრიტანელი ყოფილი სასულიერო პირის ძმებმა ზემოხსენებულ ფაქტს ამორალური უწოდეს და აღნიშნეს, რომ ბიჭმა მიაღწია იმ თაღლითურ საწადელს, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.



მასალის გამოყენების პირობები






