საფრანგეთის ქალაქ დიჟონში გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება სოციალურ მედიაში, სადაც ასახულია არაბი მძღოლი, რომელიც ცდილობდა ჩეჩენი ეროვნების ხალხისთვის დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანით დაჯახებას, თუმცა აღნიშნული მცდელობა საბედნიეროდ, უშედეგოდ დასრულდა და ავტომობილი ამოყირავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლი ძლიერ დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მთელ ქალაქში ქაოტური დაპირისპირება და მასობრივი ჩხუბები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა არაბ და ჩეჩენ ბანდფორმირებებს შორის, რომელიც ჩეჩენ თინეჯერ ახალგაზრდაზე თავდასხმამ განაპირობა.
ფრანგული მედიის თქმით, დანებით, ბიტებითა და სხვადასხვა ხელსაწყოთი შეიარაღებული ასამდე ჩეჩენი ახალგაზრდა დაესხა თავს ჰოკას ბარს, სადაც არაბები იმყოფებოდნენ. პოლიციამ მოგვიანებით გამძვნინვარებული ადამიანები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. შეტაკების დროს დაახლოებით 10-მდე ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები






