დღესდღეობით მსოფლიოში სულ 133 კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინაა აღრიცხული, რომელთაგან 10-ზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს გამოკვლევები და კლინიკური ცდები.
უკვე წარმოებული და გამოცდების პროცესში მყოფი ვაქცინებით მიმდინარეობს აქტიური კვლევები, რომლითაც ხდება პრეპარატების დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა. ის, თუ რომელი ვაქცინა იქნება წარმატებული და რა გავლენა ექნება ვირუსის დამარცხების პროცესში ამის განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, სანამ რამდენიმე საფეხურიან კლინიკურ კვლევა-შემოწმებას არ გაივლის უშუალოდ პაციენტებზე.
ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ რამდენიმე კლასიფიკაციის ვაქცინაზე მუშაობენ, რომელთა შორისაა ვაქცინები, რომლებიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი წითელას, ყბაყურას და წითურას საწინააღმდეგოდ. ამ კლასიფიკაციის ვაქცინის დასამზადებლად ლაბორატორიაში გამოიყენება დასუსტებული ვირუსები, რომლებიც გამოკვლევის განმავლობაში გამოიყენება ცხოველთა დასაინფიცირებლად. მიკრობები მასპინძელ ორგანიზმებში აღწევს და უჯრედებთან „თანაცხოვრობს. ამ პროცესის შემდეგ ადამიანური ვირუსი ცხოველის უჯრედში გარდაქმნას იწყებს. ამრგვარად, ინფექციის ახალი ტალღის შემდეგ, ის ახალ მასპინძელთან უკეთესად ადაპტირდება და ადამიანის სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში ხდება.
ვაქცინის ამ კონკრეტულ სახოებებს თავისი ნაკლოვანებაც გააჩნია იმ მხრივ, რომ ორგანიზმში უჯრედების ურთიერთქმედების პროცესი ხშირად არაწინასწარმეტყველებადია. მსგავსი ტიპის ვაქცინაზე ამერიკული კომპანია CODAGINEX-ი მუშაობს 2020 წლის თებერვლიდან.
არსებობს აგრეთვე „ინაქტივირებული ვაქცინა“ - მიკრობი, რომელსაც უჯრედის დაავადებას გამორიცხავს. კლინიკოს-მეცნიერები ვირუსს „ინაქტივაციას“ უკეთებენ, რაც გულისხმობ იმას, რომ მას აცხელებენ და დეზინფექტანტებით გადაამუშავებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ვაქცინა იმ მხრივაა უსაფრთხო, რომ მასში დასუსტებული, ძალა დაკარგული ვირუსი არ ფიქსირდება, რომლითაც გამოირიცხება იმის საფრთხე, რომ მან შესაძლოა მუტაცია განიცადოს. აღნიშნული ტიპის ვაქცინის შექმნაში წარმატებას ჩინურმა კომპანიებმა მიაღწიეს- SINOPHARM-ი ორ ვაქცინაზე მუშაობს. პირველი ვაქცინა უჰანის ინსტიტუტში შეიქმნა, რომელსაც აქტიურად ცდიან ჯანმრთელ ადამიანებზე.
აგრეთვე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ე.წ ვექტორულ ვაქცინაზე, რომელიც აბსოლუტურად სხვა ვირუსების საფუძველზეა ჩამოყალიბებული და მასში ჩადებულია SARS-COV 2-ის უჯრედული ნაწილაკები. აღნიშნული ვირუსების ფონზე უჯრედებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ანტისხეულები წარმოიქმნება.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინის შექმნა ძალზე რთული და დიდი თანხების შემცველი პროცესია, რომელიც დიდ დროს მოითხოვს. იმისათვის, რათა პრეპარატები ბაზარზე გახდეს ხელმისაწვდომი, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებთან უნდა მოხდეს მოლაპარაკება, რათა მოხდეს მასობრივი წარმოების აქტიურად დაწყება დიდი მასშტაბებით. ამერიკის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინას 2021 დასაწყისზე უკვე მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






