დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ აზრს, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს.
გამყრელიძის თქმით, ზოგადად, შემთხვევების მატება პრონოზირებადი იყო და მოულოდნელობა არ არის.
„ეს პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ არის, თუმცა გვმართებს სიფრთხილე. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ სვლით პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში არ შეგვექმნება.
ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა, რომ შედარებით იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რაოდენობა, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში და ახალი შემთხვევებიც კლინიკურად დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში პროგნოზირებენ, რომ, როგორც ყველა რესპირაციული ვირუსი, შეიძლება გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში.
ჩვენთან რესპირაციული ვირუსები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან აქტიურდება, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ აზრს, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






