საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი - გამყრელიძე
COVID-19 - 13:39, 15 Jun, 2020     659

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება.

მისი თქმით, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი.

„დღეს გარკვეულად სიახლე გახლდათ ის, რომ დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც შეეხება პისიარტესტირების და ზოგადად, ქვეყანაში ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით, გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე, მაისსა და ივნისში საშუალოდ დღიურად ვართ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა, დაახლოებით ოთხჯერადი აპრილთან მიმართებით. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. რატომ?! – იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, უფრო მეტი უნდა იყოს, ტესტირება – უფრო გაფართოებული, ანუ ადამიანებს უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ჩატარება. მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს, ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია, მიმართოს შესაბამის ცხელების ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, რომ ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ასევე ფართოვდება შესაბამისი რისკჯგუფები, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს გახლავთ ამირან გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე ტემპერატურითა და რესპირატორული სიმპტომებით, ანუ იმ სიმპტომებით, რაც დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის. მათ შორის, საუბარია სურდოზე, სუნთქვის გაძნელებაზე და ა.შ.

„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პერიოდულ ტესტირებას, მინისტრის ბრძანებით, ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მუშაკები. როგორც ერთ-ერთი წყარო – ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ. ესენი იყვნენ ძირითადად კოვიდის კლინიკებისა და ცხელების კლინიკების თანამშრომლები, ასევე სასწრაფოს თანამშრომლები. აქ თანდათანობით გადავდივართ ერთკვირიან ტესტირებაზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და ასევე ორ კვირაში, სხვადასხვა კლინიკის, რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლებში მყოფი, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. მოგეხსენებათ, ამ ჯგუფს ასევე დაემატა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და რადგან უკვე საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, ასევე, ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი. თანდათანობით, მეორე ეტაპზე, უკვე პირველი ივლისიდან იქნება გაფართოების მეორე ეტაპი. 15 ივლისიდან მესამე ეტაპი და სამიზნე არის, რომ სადღაც ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 და შემდგომ 4000-4500 ტესტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი. მათ შორის, მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების ფრონტოფისებში მომუშავე სპეციალისტები, იგივე იუსტიციის სახლებში მომუშავე პირები, ანუ სადაც მოსახლეობასა და ადამიანებს მეტი შეხება აქვთ, რომ გამოვრიცხოთ და ამ ადამიანებს პერიოდული ტესტირება ჩავუტაროთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42