არგენტინაში ევანგელისტური ეკლესია გაიხსნა, როგორც ბარი, რომლითაც ტაძრის ხელმძღვანელმა გამოხატა ე.წ პროტესტი იზოლაციის წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავს რელიგიურ ღვთისმსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაშინ როდესაც სხვა ბიზნეს კომპანიებსა და აქტივობებს საქმიანობის განახლებაზე ნებართვა მისცეს.
ტაძრის შიდა ტერიტორიაზე ბარის მაგიდები განთავსდა, სადაც მიმტანის ფორმაში გადაცმული პასტორები ემსახურებოდნენ მრევლს. სასულიერო პირები ლანგრებზე დადებული ბიბლიით გადაადგილდებოდნენ ეკლესიის შიდა სივრცეში და ლოცვათა კრებულს არიგებდნენ მაგიდებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც ერთგვარი პროტესტი კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის მიმართ.
„ჩვენ აქ ვდგავართ ამგვარად ჩაცმულები, რათა ვემსახუროთ თნდაც ამ ფორმით ღმერთს და მის სიტყვას“ - განაცხადა პასტორმა დანიელ კატანეომ.
„ბარები და მაღაზიები , სხვადასხვა საქმიანობები ნახლდება, ეკლესიებში კი ისევ შეზღუდვებია დაწესებული, რატომ ხდება დისკრიმინაცია ჩვენ მიმართ. რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითა გამყარებული“ - განაცხადა ტაზღის ხელმძღვანელმა დანიელ კატანეომ.


მასალის გამოყენების პირობები






